Wednesday, July 31, 2013

WorldEdit Commands - ,,ვორლდედითის" კომანდები

ამ პოსტში მე წარმოგიდგენთ WorldEdit-ის ქომანდებს:

1. ჯერ გასწავლით როგორ დავაპრივატოთ ტერიტორია (ამისთვის სერვერზე მოთამაშეებს უნდა ქონდეთ დაპრივატების უფლება (permission) წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ხერხს ვერ გამოიყენებთ):

მოკლედ. დაპრივატებისთვის დაგვჩირდება ხის ცული(ნაჯახი). დაპრივატები შესაძლებელია როგორც სიბრტყეზე, ისე სივრცეში. სახლის მიწაზე აშენების შემთხვევაში უკეთესი იქნება რამდენიმე კუბის სიღრმეში დაპრივატება.
პირველი პოზიცია (ანუ საიდანაც დაიწყოს დაპრივატება) უნდა მოვნიშნოთ ხის ცულის(ნაჯახის) მაუსის მარცხენა ღილაკით დარტმით, ხოლო მეორე პოზოცია ხის ცულის(ნაჯახის) მაუსის მარჯვენა ღილაკით დარტყმით.
ამის შემდეგ ჩათში დაწერეთ /rg claim რეგიონისსახელი . ამის შემდეგ ამ რეგიონის ტერიტორიაზე ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, თქვენი და ადმინების გარდა. მოდით ბარემ აქვე ჩამოვწერ Region(RG) Commands - რეგიონის კომანდები:
1. /rg claim -რეგიონის დაპრივატება მისი მონიშვნის შემდეგ
2. /rg delete რეგიონისსახელი - უკვე შექმნილი არასასურველი რეგიონის წაშლა
3. /rg addmember რეგიონისსახელი მოთამაშისახელი - რეგიონში სხვა მოტამაშის დამატება (ახალ მოთამაშეს მხოლოდ შეეძლება ამ რეგიონის ტერიტორიაზე აშენება და პირიქით)
4. /rg addowner რეგიონისსახელი მოთამაშისსახელი - (ახალ მოთამაშეს შეეძლება ამ რეგიონის ტერიტორიაზე აშენება და პირიქით; ასევე ვინმე სხვის მოწვევა რეგიონში და პირიქით, გაგდებაც)


2. ახლა გასწავლით სწრაფ აშენებას და დანგრევას (ამის გამოყენება სერვერზე შეეძლებათ მხოლოდ ადმინებს, ხოლო თუ გადმოიწერთ WorldEdit-ს სოლო თამაშისთვის, თქვენც შეძლებთ მის გამოყენებას, თუმცა არა სერვერზე.

როგორც დაპრივატების შემთხვევაში, სწრაფი აშენება/დანგრევა შესაძლებელია როგორც სიბრტყეზე, ისე სივრცეში. აქაც ისე ხდება ყველაფერი, როგორ დაპრივატებისას; მხოლოდ მონიშვნის შემდეგ ჩათში უნდა დაწეროთ:
ა) აშენების შემთხვევაში - //set ბლოკისსახელი ან //set ბლოკისID(ნომერი) მაგ: //set 5 - ამ
                                           შემთხვევაში მონიშნულ ტერიტორიაზე დაყენდება გადამუ-
                                           შავებული მუხის ხე.   
ბ) დანგრევის შემთხვევაში - //set air - მონიშნულ ტერიტორიაზე არაფერი იქნება ჰაერის
                                                    გარდა, ყველაფერი წაიშლება ამ ტერიტორიაზე.

სულ ესაა. იმედია ეს კომანდები გადმოგადგებათ Minecraft-ში.     

No comments:

Post a Comment